პროფესორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა და სამხრეთ აფრიკა რასისტულ ჭრილში მოიხსენია.
მან უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკაშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად და მისთვის ბუნდოვანია, თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი.
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად. ეს არის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო, ასევე ფაკულტეტის საბჭოები. მე რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანის შემთხვევაში არ ყოფილა არანაირი საუბარი აღნიშნულ თემაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ნამდვილად რეგულირდება. ჩვენი წესის მიხედვით, ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად უნდა გასცენ მმართველმა საბჭოებმა – ეს არის აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. ძალიან დიდი გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში როგორ მოხდება ავტორიზაციის, აკრედიტაციის საკითხები, ვინაიდან ის უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდება, ახალი უნივერსიტეტი იქნება”,- განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.
