ორი უმაღლესი სასწავლებლის შეერთების მოწინააღმდეგეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ.
აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კომენტარები
