მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია; ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას; ფაქტია, რომ მან სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
როგორც ფილოსოფოსი აღნიშნავს, “ფაქტია, რომ ტრამპმა და მის უკან მდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს, ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე-ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად.”
მისივე თქმით, “დიფ სტეიტის” მიერ მართული ევროპა, ადრე თუ გვიან, კორპორაციულ მმართველობაზე გადავა, რაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც დადასტურდა.
“ეს ყველაფერი ისეთივე უტყუარი ფაქტია, როგორც ის, რომ „დიფ სტეიტის“ მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან სწორედ კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, რისი უტყუარი დასტურიც მსოფლიომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იხილა, ფორუმზე, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები – ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტის – კორპორაცია BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობდა…” – წერს ზაზა შათირიშვილი.
