მადლობა უნდა გადავუხადოთ „იმედს“, რომ საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს იხილოს ფორმა დებატებისა, რომელიც წლების წინ სწორედ რადიკალების მხრიდან იყო ამოგლეჯილი ასე ეკლექტურად ქართული მედია სივრციდან, – განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, სხვადასხვა საკითხზე იქნება ჯანსაღი დისკუსია, ჯანსაღი მსჯელობა.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ „იმედს“ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს იხილოს ფორმა დებატებისა, რომელიც სამწუხაროდ წლების წინ სწორედ რადიკალების და მათი დამქაში შესაბამისი პირების მხრიდან იყო ამოგლეჯილი ასე ეკლექტურად ქართული მედია სივრციდან.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევთავაზოთ ის ნიადაგი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თვითონ განსაზღვრავენ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელი მხარეა მართალი ამ შემთხვევაში. იქნება ჯანსაღი დისკუსია, ჯანსაღი მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
დებატები „იმედის“ ეთერში. ტელეკომპანია ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება. არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე, არგუმენტირებული მსჯელობისთვის.
