7 500 მედიკამენტზე ჩვენ უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლოებას, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.
„გვრჩება 3 ათასს მედიკამენტზე დასაწესებელი რეფერენტული ფასი, სადაც ჩვენი მოსახლეობა სწორ გულისწყრომას გამოთქვამს, რომ მათზე მოხდა საკმაოდ დიდი ფასნამატი, ამიტომ ვეცდებით, რომ დანარჩენი მედიკამენტებიც მოვაქციოთ რეფერენტული ფასების ნუსხაში, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს – ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. სავარაუდოდ, ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარები
