3 თებერვალს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +12 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმას ელოდებიან დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით 6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. იწვიმებს.
ბორჯომშიც იწვიმებს, +6 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
თოვლია ომალოშიც დღისით 2, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმაა ნავარაუდები, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
