კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.
„ყურადღება გამახვილდა კულტურის სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სახალხო დამცველს კულტურის სფეროს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
