აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, გრენლანდიაზე კონტროლის გარეშე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოუსადეგარი იქნება.
„მთელი ჩვენი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოუსადეგარი იქნება, თუ გრენლანდიაზე კონტროლს რუსები ან ჩინელები დაამყარებენ. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდეს, მაგრამ მაინც ღმერთმა დაგვიფაროს, თუ რომელიმე უცხოური სახელმწიფო კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას აშშ-ის მიმართულებით გაუშვებს, ჩვენ საკუთარ თავს ვერ დავიცავთ, თუ გრენლანდიას სხვა უცხოური სახელმწიფო გააკონტროლებს“, – თქვა ვენსმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ჩინელები და რუსები გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებით დაინტერესებულნი არიან.
კომენტარები
