მედიის ინფორმაციით, გერმანიაში დააკავეს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატი იორგ დორნაუ, რომელიც ბელარუსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა.
ლაიფციგის პროკურატურა იორგ დორნაუს ეჭვმიტანილად მიიჩნევს ბელარუსში ტექნიკის უკანონო ექსპორტის ორგანიზებაში.
გამოძიების ვერსიით, 2022 წლის აგვისტოში იორგ დორნაუმ საბოლოო დანიშნულების პუნქტად ყაზახეთის მითითებით გააგზავნა ტექნიკა, რომელიც რეალურად ბელარუსში იქნა გადატანილი.
პარლამენტმა დეპუტატს მანდატი გაუუქმა, რის შემდეგაც ის პოლიციამ აიყვანა. მის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში კი ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
თავად დეპუტატი კომენტარს არ აკეთებს, მისი თანაპარტიელები კი გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ.
როგორც მედია იუწყება, იორგ დორნაუს ბიზნესკავშირები აქვს ბელარუსის მმართველ წრეებთან და ფლობს სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ბელარუსში. წარსულში ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ მის პლანტაციებში ბელარუსელ პოლიტპატიმრებს ამუშავებდნენ.
