უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე, ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას.
„მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ჩართულობას რეალური შედეგები მოაქვს და ხელს უწყობს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – დაწერა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, დიალოგი გაგრძელდება და უახლოეს კვირებში პროგრესია მოსალოდნელი.
კომენტარები
