მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მჭიდრო კომუნიკაციით აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა.
„გაანალიზდა ის პრობლემები, რომელიც წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობდა, ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით იღებდა, რაც მკაფიოდ აღნიშნა მარკო რუბიომ. მჭიდრო კომუნიკაციით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ“, – აღნიშნა წილოსანმა.
6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.
