აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლატნიკმა უარყო ყოველგვარი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან მას შემდეგ, რაც მისი გვარი ეპშტეინის საქმის ახლახან გასაჯაროებულ დოკუმენტებში გამოჩნდა.
„ამ მილიონობით დოკუმენტს შორის, შესაძლოა იყოს სულ რაღაც 10-მდე ელექტრონული ფოსტა, რომელიც მასთან მაკავშირებს… 14-წლიანი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა სენატის მოსმენაზე ლატნიკმა, რომელიც ეპშტეინის ყოფილი მეზობელია.
„მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ამ ადამიანთან თითქმის არაფერი მაკავშირებდა“, – აღნიშნა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა.
ლატნიკმა დაადასტურა, რომ საკუთარ ოჯახთან და კიდევ ერთ ოჯახთან ერთად, ეპშტეინის კუნძულზე მასთან ერთად ისადილა.
„ჩვენ ვისადილეთ კუნძულზე, ეს სიმართლეა, ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ კი წამოვედით ჩემს შვილებთან, ძიძებთან და მეუღლესთან ერთად – ყველანი ერთად ვიყავით. საოჯახო შვებულებაში ვიმყოფებოდით“, – განაცხადა ლატნიკმა და დასძინა „არ მახსოვს, ეს რატომ გავაკეთეთ“.
