უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით ბრიუსელი ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ.
მისი თქმით, ცენტრალიზებულად მართული სისტემა ნიშნავს უნგრელი ფერმერებისთვის ნაკლებ მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის შემცირებას, კომუნალური გადასახადების არ შემცირებას და უცხოური მრავალეროვნული კომპანიებისთვის ძალაუფლების გადაცემას.
„სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით ბრიუსელში ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ. ცენტრალიზებულად მართული სისტემა ნიშნავს უნგრელი ფერმერების ნაკლებ მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის შემცირებას, კომუნალური გადასახადების არ შემცირებას და უცხოური მრავალეროვნული კომპანიებისთვის მეტი ძალაუფლების გადაცემას. ჩვენ უარყოფთ ევროპის შეერთებულ შტატებს. პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ“, – თქვა ორბანმა.
