მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ, – განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველო გასული წლების თვალსაზრისით რთულ პოზიციაში იმყოფება.
„დიდად სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა დღეს და ხვალ. მე ჩამოვედი როგორც მეგობარი ძვირფას მასპინძელთან. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა. მე ამას ვუყურებ როგორც ჟესტს სოლიდარობის, თუმცაღა გასულ წლებში ძალიან ხშირად სოლიდარობა ცინიკური იყო, მაგრამ მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო მის ძალისხმევაში ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამაში.
საქართველო რთულ პოზიციაში იმყოფება გასული წლების თვალსაზრისით. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც ვაფასებთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, მაგრამ სამწუხაროდ საპირისპირო ხდება და თქვენი ქვეყანა აღმოჩნდა შეუძლებელი დინებების წინაშე“, – აღნიშნა მან.
