ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ. სტუმრების რანგში საქართველოდან გაქცეული, 4 ოქტომბრის დამხობის საქმეზე ბრალდებული საქართველოდან გაქცეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მომხსენებელი ლორა თორნტონი იყო, რომელიც დონალდ ტრამპის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.
„ლორა თორნტონმა რადიკალურ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებამდე გზამკვლევი გადასცა, რომ თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში მაინც პროტესტი უნდა გადაეყვანათ. ამ ქალბატონმა დიდი გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მსხვერპლი ნოემბრის აქციებზე არ იყო. ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონია, რომელიც რაღაც აბსურდზე საუბრობდა. არა მხოლოდ ევროკომისიის მაღალჩინოსანი მარტა კოსი, ამ შემთხვევაში, უკვე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ისინი გზებს ეძებდნენ, რომ კანონს გვერდი აუარონ და მდიდარი NGO-სთვის დაფინანსება გაზარდონ. ლორა თორნტონი წაგვეხმარა კიდეც და პირდაპირ გვითხრა, ეს ყველაფერი თუ რომელი ფონდების გავლით უნდა მოხდეს. მან NDI, „მარშალის ფონდი“, „სოროსის ფონდი“ დაასახელა. ამით კიდევ უფრო გაგვიმარტივა საქმე. ჩვენი კანონმდებლობა იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ ნებისმიერი აქტორი, ეს იქნება მარტა კოსი თუ ლორა თორნტონი, რამდენიც არ უნდა იფიქრონ და როგორც არ უნდა ეცადონ, რომ კანონს გვერდი აუარონ და „შავი ფული“ შემოიტანონ მდიდარი NGO-ების დასაფინანსებლად, ჩვენ ყველა ასეთი პოტენციური „შავი ხვრელი“ ამოვსებული გვაქვს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით ჩაერიონ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
