ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. ზორან მილანოვიჩი და მისი მეუღლე სანია მუსიჩ მილანოვიჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საქართველოში ხორვატიის ელჩმა გააცილეს.
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზორან მილანოვიჩმა პირისპირ შეხვედრები გამართა ქვეყნის პირველ პირებთან: პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
კომენტარები
