უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისადმი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
იგი რადიკალების იმ ლოგიკაზე წერს, რომლის მიხედვითაც, ორბანი პუტინის კაცია და სვამს რიტორიკულ კითხვას, რომ რადიკალების ლოგიკის განვითარებით ტრამპიც პუტინის კაცი გამოდის.
„რადიკალების ლოგიკით, ბატონი ორბანი „პუტინის კაცია“. ამ ლოგიკას თუ განვავითარებთ ბატონი ტრამპიც „პუტინის კაცი“ გამოდის და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი მართავს, ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოს. მაშინ, რანაირად უნდა მოეგო უკრაინას ომი რუსეთისთვის, სერიოზული ლოგიკური დისონანსია.
უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ”, – წერს მაჭავარიანი.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „მე ამაყი ვიყავი, როდესაც 2022 წელს მხარი დავუჭირე ვიქტორ ორბანის ხელახალ არჩევას და ჩემთვის პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ“.
