რუსულმა არმიამ გასული ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.
ზაპოროჟიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, თავდასხმამ ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ზაპოროჟიესა და პოლოხივსკის ოლქებზე მტრის თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
კომენტარები
