საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟენევაშია. მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61- ე სესიის ფარგლებში, ღონისძიების წევრებს სიტყვით მიმართა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან ერთად იზრდება საფრთხე, რომ კონკრეტული ჯგუფებისა და საერთაშორისო ოგანიზაციების მხრიდან ადამიანის უფლებები გამოყენებული იყოს პოლიტიკური ზეწოლისთვის.
ამასთან ხაზი გაესვა იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები
