თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ შესაძლებელი იქნება კურიერად, თუ ტაქსის მძღოლად დასაქმება და არსებობს თუ არა რაიმე გამონაკლისი.
„მოიგონეს ასეთი თემა, თითქოს ვიღაც რაღაც თანხის გადახდის სანაცვლოდ ავტომატურად რაღაც უფლებამოსილებას მოიპოვებს. არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა. თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ. უცხოელი დასაქმდება მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
კომენტარები
