საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.
მისი შეფასებით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.
„მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში შეიქმნა და აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არის ისეთი ადგილ სამუშაო ადგილები, რომლისთვისაც არ მოითხოვება უმაღლესი განათლება, თუმცა შემოსავალი არის საკმაოდ ყუათიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედაც იჩაგრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს უნდა იყოს აღკვეთილი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.
