საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი წერს, რომ “აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებას მძიმე შედეგები ექნება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.”
“მიმდინარე ესკალაცია ყველასთვის სახიფათოა, ეს უნდა შეწყდეს. ირანის რეჟიმმა უნდა გაითავისოს, რომ კეთილი ნებით მოლაპარაკებებში ჩართვის გარდა სხვა გზა აღარ რჩება, რათა დასრულდეს მისი ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები, ისევე როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. ეს აბსოლუტურად არსებითია მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვის.” – წერს მაკრონი.
მაკრონის თქმით, “ირანელ ხალხს უნდა შეეძლოს, რომ თავიანთი მომავალი თავისუფლად ააშენონ.”
“ისლამური რეჟიმის მიერ ჩადენილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მის [რეჟიმის] დისკვალიფიკაციას იწევს და მოითხოვს, რომ ხმა ხალხს დაუბრუნდეს. რაც მალე, მით უკეთესი.” – დაამატა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ “საერთაშორისო ვალდებულებებისადმი ერთგულებიდან” გამომდინარე, საფრანგეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის დაუყოვნებლივ გამართვას.
