არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა.
სამინისტროს განცხადების თანახმად, აქამდე ირანმა 167 რაკეტა და 541 დრონი გაუშვა და ამ დრონებიდან 35 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდა, რამაც მსხვერპლი და მატერიალური ზარალი გამოიწვია.
სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება კვლავ მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაშია და ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის მზადაა.
კომენტარები
