ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია ადგილობრივი დროით 2 მარტის 15:00 საათამდე შეჩერდა. „კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.
„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები, ადგილობრივი დროით, ორშაბათის ორ საათამდე შეჩერდა. სპეციალური განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია Wizz Air-მაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ 7 მარტის ჩათვლით, საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს აუქმებს.
კომენტარები
