აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს, ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
„ჩვენ ღრმად ვართ დამწუხრებულნი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა საიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალიევმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა ფეზეშქიანს, ხამენეის ოჯახს და ირანელ ხალხს და მათ მოთმინება და გამძლეობა უსურვა.
„აიათოლა საიდ ალი ხამენეის მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში და ის იყო ფიგურა, რომელსაც თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ირანისთვის“, – განაცხადა ალიევმა და ირანელ ხალხს ამ რთულ დროს მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება უსურვა.
