ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს. მათვე დასძინეს, რომ კიდევ რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მსუბუქი ჭრილობები ნამსხვრევებისგან და ტვინის შერყევა, თუმცა „ამჟამად ისინი უბრუნდებიან თავიანთ მოვალეობებს“.
„ვითარება კვლავ არასტაბილურია, ამიტომ ოჯახებისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ არ გავასაჯაროებთ დამატებით ინფორმაციას, მათ შორის ჩვენი დაღუპული მეომრების სახელებს, მათი უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის გასვლამდე“, – დასძინეს CENTCOM-ში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ სავარაუდოდ მეტი ამერიკელი დაიღუპება, რადგან ირანში ოპერაცია ყველა მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება.
