ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები უკვე 30%-ით გაიზარდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ირანული დრონები თავს დაესხნენ კატარში, რას ლაფანის ენერგეტიკულ კომპლექსს, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.
კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი დრონი დაესხა თავს: ერთი ელექტროსადგურის წყლის რეზერვუარს, ხოლო მეორე – „QatarEnergy“-ის სამრეწველო ობიექტს.
კომენტარები
