თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ირანში აიათოლა ალი ხამენეის ცოლი გარდაიცვალა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს
28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ისრაელმა ოპერაციას “ლომის ღრიალი”, აშშ-მა კი “ეპიკური რისხვა” უწოდა. სამიზნე ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურდა. 28 თებერვალს, გვიან ღამით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია ოფიციალურად დადასტურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ოპერაციის შედეგად სულ მცირე 15 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული. ტრამპი კი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია 48 ირანელი ლიდერი
კომენტარები
