ისრაელმა ღამით თეირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ობიექტებს შეუტია. ირანის ფლოტის განადგურების შესახებ იუწყება პენტაგონი.
ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედება დაიწყო კატარმა. ოფიციალური დოჰა აცხადებს, რომ 2 ირანული გამანადგურებელი ჩამოაგდო.
ირანული რაკეტების სამიზნეში მოექცა საუდის არაბეთში შეერთებული შტატების საელჩო და უმსხვილესი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. განცხადება გაავრცელა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი იქამდე იბრძოლებს, „ვიდრე მტერი არ დამარცხდება“.
ირანის წინააღმდეგ ოპერაციის აუცილებლობაზე ისაუბრა საგანგებო გამოსვლისას ისრაელის პრემიერმა.
კომენტარები
