აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიკტოფმა ირანელებთან წარმოებული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თეირანის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ.
როგორც უიტკოფმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ირანელებმა მას უთხრეს, რომ მათ 60%-ით გამდიდრებული 460 კილოგრამი ურანი აქვთ, რაც ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
„პირველი შეხვედრის დროს, ორმა ირანელმა მომლაპარაკებელმა პირდაპირ მითხრა, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ მათ 60%-ით გამდიდრებული 460 კილოგრამი [ურანი] აქვთ და მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ. ასე დაიწყეს მათ მოლაპარაკებები“, – თქვა უიტკოფმა.
მისი თქმით, ირანელები ამით ამაყობდნენ.
კომენტარები
