ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ინფორმაციით, მათ გვიან ღამით თეირანში სამთავრობო კვარტალზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
„ღამე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ზუსტ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით დარტყმა მიიტანეს და გაანადგურეს თეირანის ცენტრში მდებარე ირანის ტერორისტული რეჟიმის კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები“, – აღნიშნულია „ცაჰალის“ ინფორმაციაში.
ისრაელური მხარის მტკიცებით, მათ დიდი რაოდენობის ჭურვი ჩამოაგდეს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს შენობაზე.
დარტყმის მიზანს რეჟიმის უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი უმაღლესი ხელმძღვანელობის შეკრების ადგილიც წარმოადგენდა, დასძინეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
„ცაჰალის“ ინფორმაციით, სამთავრობო კვარტალში იგეგმებოდა ოპერაციები ისრაელის წინააღმდეგ. მას ირანის მოკლული უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეიც იყენებდა.
