აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, იმაზე მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე თავად განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას.
„შეიძლება ითქვას ოთხი კვირა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ექვსი, რვა ან სამი“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა. „საბოლოო ჯამში, ტემპსა და რიტმს ჩვენ ვადგენთ“.
ჰეგსეტის ეს სიტყვები მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადრინდელ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ოპერაცია Epic Fury (ეპიკური რისხვა) დაახლოებით 4-დან 5 კვირამდე უნდა გაგრძელებულიყო. თავდაცვის მდივნის განმარტებით, სამხედრო კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ აშშ-ის ყველა სტრატეგიული მიზანი არ იქნება მიღწეული.
