ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ერთობლივი მუშაობისთვის გამოხატული კეთილგანწყობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი მთავრობის კეთილგანწყობისთვის, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ იმ დღის წესრიგზე, რომელიც გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის ხალხების საკეთილდღეოდ“, – დაწერა მან თავის Telegram არხზე.
მანამდე დონალდ ტრამპმა დელსი როდრიგესის მუშაობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის მნიშვნელობას.
კომენტარები
