რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის პროვოცირება გამოიწვიეს, რათა თეირანს არაბულ ქვეყნებში მდებარე ობიექტებზე დარტყმები განეხორციელებინა.
„აგრესორები ცდილობენ მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის დროს ისლამურ სამყაროში განხეთქილება შეიტანონ. მათ განზრახ მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა, რამაც ადამიანური, მატერიალური დანაკარგები გამოიწვია და რასაც რუსული მხარე ღრმად თანაუგრძნობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი ღრმად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში ვითარების დამძიმების გამო.
„არ შეინიშნება იმის ნიშნები, რომ აშშ და ისრაელი, რომლებმაც აბსოლუტურად მოგონილი საბაბით დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ირანში კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, გამოიჩენენ კეთილგონიერებას და შეაჩერებენ სისხლისღვრას. პირიქით, მათი დედაქალაქებიდან ისმის საომარი განცხადებები, ხოლო ისრაელის არმიამ ლიბანში ახალი ინტერვენცია განახორციელა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოსკოვი ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
