ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ წარმატებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში უკვე იყო იმის განცდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა.
„სახელმწიდო მდივნის რუბიოს განცხადება იყო. გასაგებიცაა, ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია ერთი წელი მოუნდა იმის გარკვევას, რატომ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ახლა გადატვირთის მცდელობას და კარგ შეხვედრებს ვხედავთ. რა თქმა უნდა, მზაობა არსებობს, ორმხრივი, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა იყოს. ვხედავთ, რომ ახლა პროცესის დასაწყისია. გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მის ფილიალებში უკვე წუხილები და პანაშვიდებია, რადგან „ნაცმოძრაობისთვის“ ჯერ კიდევ ფორმულა მოქმედებს, რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი მათთვის. საქართველოსთვის ამერიკასთან ასეთი გადადგმული ნაბიჯები უკეთესია და უარესია „ნაცმოძრაობისთვის“, რაზეც გოდებენ და ტირიან. ეს ის პარტიაა, რომელიც ჯართში ჩასაბარებლად ემზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
