რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაისა და ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში. ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორი აფეთქების ხმა გაისმა დუბაიში, ხოლო ერთის – მანამაში. ჯერჯერობით უცნობია, აფეთქებები გამოიწვია ირანიდან გაშვებულმა რაკეტებმა, თუ არა.
„მოქალაქეებსა და მცხოვრებლებს მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და გადავიდნენ უახლოეს უსაფრთხო ადგილას“, – აღნიშნულია ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები
