არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან, საქართველოს ინტერესებთან არ აქვთ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებების ავტორებზე საუბრისას საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის დავალება და ამ დავალებას ასრულებენ.
„ის მაგიდა, სადაც 9 პერსონაჟი ზის, ისიც ამისთვის შეიქმნა, რომ პლაცდარმი იყოს აქ, რის საფუძველზე იქნება შეტევა საქართველოზე, ამიტომ იყენებენ ყველაფერს, რაც შეიძლება. აღარც ერთი დაფარული არ დარჩება. ყველა, ვინც უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, ამ დღეებში სულ ყველაფერი იქნება ნათელი, მათი მოქმედება იქნება ღია“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
კომენტარები
