8 მარტს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფაზექშიანმა ალიევს ბაქოში ირანის საელჩოში ვიზიტისა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ნახიჩევანის საჰაერო თავდასხმა ირანთან არ არის დაკავშირებული და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები
