ევროკავშირის ქვეყნები რეგიონში სამხედრო ყოფნას აძლიერებენ. კვიპროსში, ლიმასოლის პორტში გერმანული ფრეგატი შევიდა. მანამდე თავისი ფრეგატი კვიპროსში საფრანგეთმა გაგზავნა. საკუთარი გემების გაგზავნას აპირებენ იტალია და ესპანეთიც.
საბერძნეთმა კვიპროსში უკვე გაგზავნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები, დიდმა ბრიტანეთმა კი კვიპროსზე სამხედრო ვერტმფრენები განათავსა და სამხედრო გემის გაგზავნასაც გეგმავს.
კომენტარები
