ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მოსახლეობა, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ისრაელის არმიამ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ფრთის ობიექტებზე იერიშები დაიწყო.
ისრაელის დაზვერვის ცნობით, სწორედ ეს დაჯგუფება აფინანსებს ჰეზბოლას სამხედრო აქტივობას. პარალელურად, საჰაერო განგაშია ისრაელის ჩრდილოეთით. რკინის გუმბათი ერთდროულად ირანის ძალებისა და ლიბანიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმებს იგერიებს.
კომენტარები
