ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში, ბზობის დღესასწაულის დროს, სერიოზული ინციდენტი მოხდა, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი და მისი მცველები ტაძარში შევიდნენ. პრემიერმა წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება სცადა, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სომხეთის მედიასაშუალება “301.am”-ის ცნობით, ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში, ბზობის დღესასწაულის დროს, სერიოზული ინციდენტი მოხდა, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი და მისი მცველები ტაძარში შევიდნენ. პრემიერმა წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება სცადა.
თვითმხილველების თქმით, ფაშინიანის თანმხლებმა დაცვის თანამშრომლებმა ეკლესიაში მრევლის გადაადგილება შეზღუდეს და რელიგიური მსახურება შეაფერხეს, რამაც დაძაბულობა შექმნა.
სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა მცველმა ეკლესიაში მყოფ ერთ-ერთ საერო პირს დაარტყა, რამაც მლოცველთა აღშფოთება გამოიწვია და დაპირისპირება სწრაფად გამწვავდა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ ფაშინიანზე გაიწია. როდესაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია, მლოცველებმა პრემიერს ეკლესია დაატოვებინეს.
ინციდენტი სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე თავდასხმების ფონზე მოხდა“, – წერს გია აბაშიძე.
