პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებებს ევროკავშირის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მოკლებულია საღ აზრს და მაგალითად მოიყვანა ენერგოპოლიტიკა და მიგრაციის პოლიტიკა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საღ აზრს. ევროპის გაძლიერების ნაცვლად, ისინი ასუსტებენ მას“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში. დასტურად კი მოიყვანა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უგულებელყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“ – წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, პრეზიდენტი მზადაა, წავიდეს პუტინთან მოლაპარაკებაზე. ქართველიშვილის შეფასებით, ტუსკის სიტყვები, რომ არსებობს პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე, უკრაინის ომის გამო რეალურია.
„ქვეყნის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, ისაუბრა პოლონეთის 20 წლიან ისტორიაზე, როგორც ევროკავშირის წევრობისა და იმის მზარდ ცნობიერებაზე, თუ როგორ ასუსტებს გაერთიანების პოლიტიკა ევროპული სიძლიერის საფუძვლებს. ამ განცხადების ფონზე, როგორი საინტერესო იქნებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მოსაზრებასთან გაცნობა. იმედია, ჩვენი ჟურნალისტები ქართულ საზოგადოებას ამ სიამოვნებას არ მოაკლებენ.
„ჩვენ 20 წელია ევროკავშირის ნაწილი ვართ და ახლა მას სასწრაფო დახმარება სჭირდება. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი სიძლიერის საფუძვლების შესუსტების რისკს ქმნის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საღ აზრს. ევროპის გაძლიერების ნაცვლად, ისინი ასუსტებენ მას“, – განაცხადა მან RMF FM რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში.
დასტურად, პოლონეთის ლიდერმა მოიყვანა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, უგულებელყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მან ახსენა მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ვერ იცავს ევროკავშირის საზღვრებს ან სოციალურ ერთიანობას.
„ეს არის იდეოლოგიური პროექტები, რომლებიც გვაშორებს ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძვლად მყოფი ღირებულებებისგან, მათი გაძლიერების ნაცვლად. მე მჯერა, რომ ევროპა და ამერიკა ძლიერები არიან, როდესაც პატივს სცემენ თავიანთ ქვეყნებს“, – თქვა ნავროცკიმ. მან ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა. პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე უკრაინის გამო რეალობად იქცა“ – წერს დავით ქართველიშვილი.
