სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ალეპოსთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნის, მომხდარის დეტალები უცნობია.
დაპირისპირება გრძელდება ალეპოს გარეუბნებში. ქალაქის სამხრეთით მდებარე დასახლებები დაჯგუფება ჯებჰატ ან-ნუსრამ დაბომბა.
დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, დანგრეულია სავაჭრო ცენტრი და ადმინისტრაციული შენობები.
კომენტარები