არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა…. – ამის შესახებ გარდენიას ხელმძღვანელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..
მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად.
იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა….
გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია..
სპეც ოპერაცია “მადონა” რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ…”, – წერს ზურა შევარდნაძე.
