აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მას იმედი აქვს, რომ უნგრელები მხარს დამოუკიდებელ აზროვნებას დაუჭერენ მხარს.
„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს – „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, – წერს ტრამპი.
მისი პოსტი ვიქტორ ორბანმაც გააზიარა.
კომენტარები
