ისლამაბადში კონსულტაციების ჩავარდნის მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება. ინფორმაციას DW პაკისტანის მთავრობაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, – განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.
მისივე თქმით, ისლამაბადი მოუწოდებს თეირანსა და ვაშინგტონს, ღიად შეინარჩუნონ დიპლომატიური არხები და არ გაამწვავონ სიტუაცია ჰორმუზის სრუტის გარშემო.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით გაიმართა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კომენტარები
