გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტის, Morning Consult-ის მონაცემებით, მერცს მსოფლიოს 24 არჩეულ ლიდერს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს – გერმანელების მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი მუშაობით კმაყოფილია.
რეიტინგის ბოლო პოზიციებზეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც (18%-იანი მხარდაჭერა და 75%-იანი უარყოფითი რეიტინგი). თუმცა, მერცმა ანტირეიტინგის რეკორდი მოხსნა – მისი მუშაობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 76%. ანალოგიური შედეგები აჩვენა Forsa-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც (78% უკმაყოფილო, 20% კმაყოფილი).
კომენტარები
