აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.
„იმედი მაქვს, რომ „ჰეზბოლა“ კარგად და თავაზიანად მოიქცევა ამ მნიშვნელოვან პერიოდში. თუ ისინი ამას იზამენ, ეს მათთვის დიდებული მომენტი იქნება. არავითარი მკვლელობები. მშვიდობამ საბოლოოდ უნდა დაისადგუროს“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ ლიბანი და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ზავს „ჰეზბოლაც“ დათანხმდა.
კომენტარები
