ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე თავდასხმა მოხდა ისრაელის მხრიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლებზე.
ცნობისათვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვიან ღამით ამოქმედდა.
კომენტარები
