ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი დაამტკიცა. ინფორმაციას საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, კვიპროსი ავრცელებს.
„დღეს საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა კანონის საბოლოო ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს გადასცემს. კვიპროსი, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, დაუღალავად მუშაობდა იმაზე, რათა კრედიტის გამოყოფის ყველა ელემენტი უზრუნველყოფილი იყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოყოფილი კრედიტი უკრაინას დაეხმარება დააფინანსოს გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვის ხარჯები 2026-2027 წლებში.
Today, the Council formally adopted the final piece of legislation underpinning a €90 billion EU loan to Ukraine. 🇺🇦
The Cyprus Presidency has worked tirelessly to ensure that all elements needed for the loan are now in place.
The support loan will help finance Ukraine’s… pic.twitter.com/DpXcgLyBTQ
— Cyprus Presidency of the Council of the EU 2026 (@CY2026EU) April 23, 2026
